ინდური სამზარეულო

ინდური სამზარეულო

Sunday, January 8, 2012

ინდური სამზარეულო: Egg puff

ინდური სამზარეულო: Egg puff: მარტივი და ადვილად მოსამზადებელი სადილი დაგვჭირდება 5 მოხარშული კვერცხი ფენოვანი ცომი მარილი წითელი დაფქვილი წიწაკა პანჯაბური სუნ...

Thursday, June 23, 2011

Egg puff


მარტივი და ადვილად მოსამზადებელი სადილი

  დაგვჭირდება
5 მოხარშული კვერცხი
 ფენოვანი ცომი
მარილი
წითელი დაფქვილი წიწაკა
პანჯაბური სუნელი
1 ც კვერცხი

 ფენოვანი ცომი დავჭრათ პატარა ოთხკუთხედებად , კვერცხი გავჭრათ შუაზე და თითოეულს მოვაყაროთ მარილი წიწაკა სუნელი და მოვათავსოთ ცოში , ცომის მოპირდაპირე კუთხეები შევკრათ.ზემოდან წავუსვათ  გათქვეფილი კვერცხი და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობათ,,

Tuesday, June 21, 2011

chicken Kurma


რეცეპტი ზუსტი  დოზებით არ არის მოცემული ვიდეოდან კარგათ დაინახავთ თუ როგორ უნდა მომზადდეს კერძი და რა დოზით საჭიროებს  პროდუქტს ...

ქათამი
ხახვი
ქოქოსის ფხვნილი
ხაჭო შესქელებული იოგუტი
მარილი
მიწისთხილი
პილპილი
დაფნა
მდოგვის მარცვალი
დაფქვილი ქინძი
დაფქვილი ძირა
ცოცხალი ქინძი
ზაფრანა
ნიორი
მწვანე წიწაკა
ძირას მარცვალი
ზეთი
(გარამ მასალა .. თუ მოგეპოვებათ)

ღრმა ჭურჭელში ჩავასხათ ზეთი  , ცხელ ზეთში ჩვყაროთ გარამ მასალა , ძირას და მდოგვის მარცვალი  და ვურიოთ 2 წუთი, დავამატოთ დაჭრილი ხახვი , მოვშუშოთ დავუმატოთ მარილი ცოტაოდენი და ზაფრანა ,  გატარებული ნიორი დაფნა 3,4 ც და დაჭრილი მწვანე წიწაკა გემოვნებით, ბლენდერში გავატაროთ მიწისთხილი და ქოქოსი და დავამატოთ . ნელ ცეცზლზე გავაჩროთ სანამ არ გამოშრება ცეცხლზე ..მირებულ მასას  დავამატოთ იოგურტი  , დაფქვილი ქინძი , დაფქვილი ძირა  და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ხორცი ,,,გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე რომ ჩაიშუშოს დააფარეთ სახურავი .(თუ ხორცი ვერ ასწრებს მოხარშვას ანუ  ძალიან გამოშრება შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა წყალი). ხორცი რომ მოიხარშება კერძს მოვაყაროთ  ცოცხალი ქინძი , მარილი...


Sunday, May 15, 2011

Navratan Korma

2,3ც -კარტოფილი
2,3ც -სტაფილო
150გრ - მწვანე ლობიო
150გრ- ყვავილოვანი კომბოსტო
 50გრ -სოკო
3,4 თავი - ხახვი
3ფ - დაფნა
1ს/კ -ძირა
1ს/კ -ნიორი
2ც -მწვანე წიწაკა(ან თქვენი გემოვნებით)
1ს/კ - დაფქვილი ქინძი
 1ს/კ -კვლიავი დაფქვილი
100გრ (პანირი)ანუ უმარილო ყველი უცხიმო
100გრ- მიწისთხილი, ნუში, ქიშმიში.(ერთად სულ 100გრ)
100გრ - ნაღების კრემი
1ჩ/კ -ზაფრანა
1ს/კპილპილი
ცოტაოდენი ცოცხალი ქინძი და ბროწეული
მარილი გემოვნებით
ზეთი
წყალი


პატარა კუბიკებათ დავჭრით კარტოფილი, სტაფილო , ლობიო და კომბოსტო და ეს ყველაფერი ერთად მოვხარშოთ ..ავადუღოთ 1 ჭიქა წყალი ჩავყაროთ სოკო და დაწრილი ხახვი , მოვხარშოთ და ეს მასა დავატაროთ  ბლენდერში .ტაფაზე დავასხათ ცოტა ზეთი  ჩავყაროთ დაფნა , ძირა , ნიორი და მოვშუშოთ ჩავამატოთ ბლენდერში გატარებული  ხახვი , მწვანე წიწაკა , ქინძი , კვლიავი, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვადუღოთ.. შევურიოთ მოხარსჰული კარტოფილი , ლობიო , სტაფილო და კომბოსტო. ერთად ჩავშუშოთ...დავაყაროთ კუბიკებათ დაჭრილი  ყველი , ზაფრანა ,,მიწისთხილი ,ნუში, ქიშმიში , მოვაყაროთ პილპილი მარილი ..ვადუღოთ ცოტახანს მოვასხათ კრემი .. გამორტვიდან2 წუთით ადრო მოვაყაროთ ბროწეული და ცოცხალი ქინძი...

ვიდეოში უკეთსად ნახავთ...

Thursday, April 14, 2011

Puffs - Vegetable & Keema

ალბათ იცით რომ ინდოეთში ძირითადათ ბოსტნეულს ანიჭებენ უპირატესობას , ასე რომ ჩვენი მომდევნო კერძი არის ,ბოსტნეული ფენოვან ცომში ...

2ს/კ -ზეთი
2ც- ხახვი
1ც-კარტოფილი
1ც- სტაფილო
50 გრ -ნაღების ყველი
1ჩ/კ - ძირა
1ს/კ - ქიძი
წითელი წიწაკა გემოვნებით
მარილი გემოვნებით
ფენოვანი ცომი(შეგიძლიათ გამოიყენოოთ მაღაზიაში ნაყიდი ფნოვანი ცომი)

ტაფაზე მოვასხათ ზეთი ჩვყაროთ ხახვი და ვშუშოთ, ხახვი რომ ფერს შეიცვლის  დავამატოთ  წვრილად გახეხილი კარტოფილი, და შევწვათ .. ჩავამატოთ გხეხილი სტაფილო და ყველი  ვურით სანამ კარგათ არ შეიწვება მოვაყაროთ
ძირა , ინძი , წიწაკა მარილი კარგათ ვურიოთ და  გადმოვდგათ ცეცხლიდან...ფნოვანი ცომი დავჭრთ საშუალო ოთხკუთხედებათ   შუაგულში მოვათავსოთ მომზადებული მასა  გადავკეცოთ სამკუთხედებათ პირის შესაკრავად და იმისათვისაც რომ ლამაზათ გავაფორმოთ კერძი პირები შევაერთოთ ჩანგლის დახმარებით ამას ვიდეოსი იხილავთ უკეთ,, მოვათავსოთ ჭარონაზე და გამოვაცხოთ  ...

Wednesday, April 13, 2011

Vegetable Biryani


 მასალა ბრინჯისთვის ...


2ჭ - ბრინჯი
 ცოტაოდენი დარიჩინი
1ც -დაფნა
5მარხვალი -მიხაკი
1ც- ილის მარცვალი
რამოდენიმე პიტნა ცოცხალი
მარილი გემოვნებით
8ჭ - წყალი
1ს/კ -ზეთი
1ს/კ - კარაქი



მასალა ბირიანოსთვის.... 

 6ც - ხმელი წითელი წიწაკა
5ც -მიხაკი
 2ჩ/კ - ქინძის მარცვლები (დაუფქვავი)
3ს/კ - ზეთი
მეოთხედი ჭიქა -მიწისთხილი
მეოთხედი ჭიქა - ნიგოზი
1ჭ - კუბიკებად  ნაჭრილი ნაღების უმარილო ყველი
1ს/კ - ძირა
1ც- დაფნა
ცოტაოდენი დარიჩინი
4ც - დარიჩინი
1ც - ილის მარცვალი
3ც - კარტოფილი
300 გრ- ყვავილოვანი კომბოსტო (ან სურვილისამბერ  რაოდენობა)
1ჭ- მწვანე ლობიო(დაჭრილი)
ნახევარი ჭიქა დაჭრილი სტაფილო
1ჭ - მწვანე გაროხი
3ც - ხახვი
1ც - მოზრდილი პომიდორი
მწვანე წიწაკა გემოვნებით
1ს/კ - ნიორი (გატარებული)
2ჩ/კ - ქინძი
1ს/კ - ქონდარი
ცოცხალი პიტნა გემოვნებით
1კ -ცოცხალი ქინძი
 1 ჭ -იოგურგი ნაღები.
მარილი გემოვნებით

 ბრინჯის მომზადება : ავადუღოთ 8 წიქა წყალი  ჩავყაროთ დარიჩინი,1ც დაფნა, 5  მარხვალი -მიხაკი ,ილის მარცვალი და ბრინჯი .. დავასხათ 1 ს/კ ზეთი  მარილი და ცოცხალი პიტნა.. ბრინჯი რომ მოიხარშება ბრინჯს გადაუწუროთ წყალი მოვასხათ კარაქი   და მოვურიოთ . ტაფაზე დავყაროთ ქინძის მარცვლები და ხმელი წითელი წიწაკა , მოხვხალოთ    და დავფქვათ ბლენდერში ,,,, ავიღოთ მოზრდილი  ჭურჭელი  და დავიწყოთ მოსტნეულის მომზადება .. ჩავდოთ გატარებული ნიორი დავაყაროთ   ქინძი (სუნელი),   დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო , კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი , სტაფილო, გაროხი, მწვანე ლობიო ,დაჭრილი მწვანე წიწაკა,ცოცხალი ქინძი , პიტნა ცოცხალი ,  მოვაყაროთ ქონდარი  და ეს ყველაწერი კარგათ ავურიოთ და გავაჩეროთ 10 წუთით რომ სუნელები კარგათ გაუჯდეს... ავიღოთ ტაფა  ჩავასხათ  ზეთი ჩავყაროთ მიწისთხილ და ნიგოზი   მოვხალოთ  და ამოვიღოთ ცალკე თეფშზე, ამავე ზეთსი ჩავყაროთ კუბიკებათ დაჭრილი ყველი ცოტა რომ შეიბრაწება ამოვიღოთ თეფშზე   და იგივე ზეთში ჩავყაროთ ძირას მარცვლები , დაფნა , დარიჩინი , ილი მოვხალოთ  დავამატოთ  გრძლათ დაჭრილი ხახვი , ხახვი რომ შეიცვლის ფერს ჩავამატოთ თასში მომზადებული ბოსტნეულის შიგთავსი  და ნელ ცეცხლზე ჩავშუშოთ დავაფაროთ აუცილებლად ქვაბს სახურავი და ნელ ცეცხლზე ჩავშუშოთ   თან ვურიოთ (თუ ძალიან გამოშრება შიგთავსი შეიძლება დაამატოთ ცოტა წყალი რომ არ მიიწვას მაგრამ უკეთესია  თუ წყალი არ დაგჭირდებათ ) კარტოფილი  რომ მოიხარშება  ჩავამატოთ შემწვარი ყველი , ნიგოზი  ,მიწისთხილი დაკუბიკებად დაჭრილი პომიდორი, კარგათ ვურიოთ 5წუთის შემდეგ  მოვასხათ იოგურტი და მარილი,,, გადმოვდგათ ცეცხლიდან,, ავიღოთ მოზრდი ცეცხლგანძლე  ჭირჭწლი და ბრინჯი და  მოსტნეულის  ფენა- ფენათ ჩავდოთ... ანუ ბრინჯი სემდეგ ბისტნეული და ასე ავავსოთ ჭურჭელი ვიდეოში კარგათ ნახავთ ..მოვაყაროთ ცოცხალი ქინძი  დავაფაროთ სახურავი და შევდგათ  ღუმელში  30 წუთით ,,, 30 წუთის შემდეგ  გამოვიღოთ დამოვირთვათ ძალიან გემრიელია ...
(ვიდეო არის ორ ნაწილათ)



Tuesday, April 12, 2011

Falooda - Refreshing Drink - დესერტი ნაყინით


2ჭ- რძე(უცხიმო )
2ჭ- ვანილის ნაყინი
5ს/კ - ვარდის სიროფი
2 ს/კ - შაქარი
1ჩ /კ - ილი (დაფქვილი)
ნახევარი ჭიქა - მიწისტხილი მოხალული
 არის დანამატი რომელიც ჩვენთან არ არის

 ცალკე ჭიქაში ჩავყაროთ ილის მარცვლები და დავასხათ 1 ჭიქა წყალი  გავაჩეროთ ნახევარი საათი მაინც რომ დალბეს...  რძე დავდგათ ცეცხლზე  რომ შეთბება დავამათოთ შაქარი  და ვარდის წყალი  რომ წამოდუღდება გადმოვდგათ ცეცხლიდან  ..ილს გადაუწუროთ წყალი და დამბალი მარცვლები ჩავყაროთ რძეში , ჩავდოთ რძეში 1 ჭ ნაყინი როდესაც ცოტა შეთბება...  ცალკე  ჭიქებში   გადავანაწილოთ დარჩენილი ნაყინი ისე რომ ნახევარ ჭიქას მაინც ფარავდეს და დავასხათ  მომზადებული რძე  და მოვაყაროთ  წვრილად დახვნილი მიწისთხილი ასევე შეგიძლიათ ქოქოსის ფხვნილი...

C - Chutney - Indian Recipe

ინდური ცხარე საწებელი იოგურტით და ქოქოსით ...

1ჭ- იოგურტი ( ნაღბის )
1კ  - ქინძი
ნახევარი ჭიქა - ქოქოსის პხვნილი (ახალი გახეხილი)
ნახევარი ჭიქა - კიტრი (წვრილად დაჭრილი)
1ჩ/კ -მდოგვის თესლი
1ც -წითელი წიწაკა
2ც -დაფნა
მწვანე წიწაკა გემოვნებით
მარილი
ზეთი

ბლენდერში გავატაროთ ქინძი ,მწვნე წიწაკა, ქოქოის ფხვნილი და რომ არ იყოს ძლიან გამომშრალი  დავუმატოთ 3 კოვზი იოგურტი, კარგათ რომ გავთქვიფავთ ეს მასა შევურიოთ დანარჩენ იოუგურტს,  ავურიოთ და დავამატოთ  წვრილ კუბიკებათ  დაჭრილი კიტრი , მარილი ... ტაფაზე დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი  ჩავყაროთ სიგ მდოგვის თესლი , წითელი წიწაკა, დაფნა  ცეცხლზე მოვხალოთ 5 წუთი  და დავუმატოთ იოგურტის მასას ,,, ინდური საწებელი მზადააა ..

Monday, April 11, 2011

Masala Chai (Indian Masala Tea)- ინდური ჩაი რძით

 ინდოეთში ძირითადათ ასე მოზადებულ ჩაის მიირთმევენ  რძით და ზუნელებით ..


1ლტ - წყალი
 4ს/კ -ჩაი
4 ც - ილის კეკალი
1მოზრდილი ჭ - რძე
 შაქარი გემოვნებით

ცეცხლზე დადგით  წყალი რომ წამოდუღდება დაუმატეთ ილის მარცვალი  და ჩაი  5 წუთი იდუღოს და შემდეგ დაუმატეთ  შაქარი და რძე კარგათ წამოაიდუღეთ  და  დაასხით ჭიქებში ,,, დასხმისას სპეციალური საწურის საუშუალებით გააცალკევეთ ჩაის ფოთლები..

Chicken Curry - ქათამი პომიდორში

 ეს კერძი ძალიან გავს ქათულ ჩახოხბილს :) მაგრამ არის განსხვავებებიც და სხვა დანამატებიც...


4ც-მოზრდილი პომიდორი
 4თ - ხახვი
1 კგ - ქათმის ხორცი
1ჩ /კ - მიხაკი სანელებელი
1ჩკ - ძირა
4კეკალი -ილი
2ც- დაფნა
1ჩ/კ - წითლი წიწაკა
1ც-მწვანე წიწაკა
შავი პილპილი გემოვნებით
დარიჩინი გემოვნებით
ცოცხალი ქინძი
ზეთი
მარილი გემოვნებით
3ჭ -წყალი

  ტაფაზე მოვშუშოთ მიხაკი ,დაფნა , ძირა , ილი, პილპილი დარიჩინი თუ რათქმაუნდა ეს ყველაფერი არ არის დაფქვილი  რადგან 5 წითის მოხალვის შემდეგ ეს ყველაფერი უნდა  დაიფქვას ბლენდერში ,,, ცალკე ქვაბში ჩავასხათ ცოტაოდენი ზეთი  ხახვი უნდა დავჭრათ მოგრძოთ არა კუბიკებათ და ზეთში მოშუშოთ ,პომიდორი დავჭრათ წვრილ კუბიკებათ და დავუმატოთ ხახვს    კარაგათ რომ მოიშუშება   დავუმატოთ  დაჭრილი ქათმის ხორცი  ბლენდერში გატარებული სუნელები, წითელი წიწაკა და კარგათ ვურიოთ 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ წყალი და ვადუღოთ სანამ კარგათ არ მოიხარშება ხორცი . ცეცხლიდა გადმოდგმიდან 5 წუთით ადრე  დავამატოთ მწვანე წიწაკა  მარილი და ცოცხალი ქინძი  კერძი მზადააა ....

Saturday, April 9, 2011

Mumbai Mast Tomato Pulao - ფლავი

  ფლავი  პომიდვრით მუმბაიში  ერთერთი პოპულარული   კერძი ....


100გრ- უმარილო ნაღების ყველი
6 ჯიქა -მოხარსჰული ბრინჯი
3 თ - ხახვი
3ც - პომიდორი
100გრ - ტომატი, კეჩუპი
1ჩ/კ - წითელი წიწაკა
1ც - მოზრდილი ბულგარული წიწაკა
1ც - მწვანე წიწაკა
ნახევარი ჭიქა - გაროხი
მარილი გემოვნებით
 1 ჭ- წყალი
ქინძი
ზეთი


 მოვხარშოთ ბრინჯი  ისე რომ ბრინჯი იყოს ფანტია .....  ცალკე ღრმა ყაფაში  ჩავასხათ ზეთი  და ჩავყაროთ მოზრდილ კუბიკებად დაჭრილი ხავი და მოვშუშოთ დავამატოთ ამავე ზომის დაჭრილი პომიდორი , კეჩუპი  , წითელი წიწაკა და მოვურიოთ კარგად  ,,   დავჭრათ ბულგარული წიწაკა , მწვანე წიწაკა და შევურიოთ , დავამატოთ 1 ჭიქა წყალი  რომ კარგათ მოიშუშოს ... კუბიკებად დავჭრათ ყველი  და ჩავაყაროთ ეს ყველაპერი  კარგათ მოვურიოთ და ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ 10 წუთი.... კარგათ რომ ჩაიშუშება  დავაყაროთ ბრინჯი და კარგათ ავურიოთ, დავაჭრათ ქინძი , დავაყაროთ გაროხი  და მარილი ...  ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ავურიოთ კარგათ ცოტა ხანს გავაჩეროთ ცეცხლზე  და  კერძი მზადაა ....

Rajma Masala _ ლობიო ინდურათ



250გრ - ლობიო
6ც - მოზრდილი პომიდორი
2ჩ/კ - ნიორი გატარებული
8თ - ხახვი
5 მარცვალი - შავილი ილი
5 ც -დაფნა
2 ც - მწვანე წიწაკა
2ჩ/კ -მიხაკი (სუნელი )
1ჩ/კ - წითელი წიწაკა
1ჩ/კ - ძირა
გარამ მასალა .. სამწუხაროდ  ეს ინდური სანელებელი აქ არ აირს
 პიტნა ცოცხალი  გემოვნებით
ქინძი ცოცხალი გემოვნებით
ზეთი
მარილი გემოვნებით

 მოვხარშოთ ლობტო კარგათ.... ცალკე  ქვაბში  ჩავასხათ ზეთი ჩავაგდოთ დაფნა და ილი , ზეთი რომ გაცხელდება ჩავახახოთ ხახვი .. როცა მოიშუშება დავამატოთ ნიორი გატარებული და  ბლენდერში გათქვეფილი პომიდორი..   და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ დავამატოთ მწვანე წიწაკა , მიხაკი წითელი წიწაკა, ძირა..  ამ მასას დავამატოთ ლობიო მშრალად ამოღებული  და შემდეგ წვენი(ანუ ნახარში) თვალისზომით... ამოვჭყლიტოთ და  ვადუღოთ ,, დავამტოთ წვრილად დაჭრილი პიტნა და ქინძი და მარილი გემოვნებით ..( ნახარშს ნუ დაასხავთ ბევრს , ისე რომ  არ გამოვიდეს ძალიან წვნიანი .. უკეთესია თუ იქნება ბლანტი მასის )...

MALWANI PRAWN FRY - კრევეტები ინდურათ

300გრ - კრევეტი
2 ჩ/კ - წოთელი დაფქვილი წიწაკა
2ს/კ -ლიმნის წვენი
1 ჩ/კ- გატარებული ნიორი
4ს/კ -ფქვილი
4ს/კ  -ბურღული(დაფქვილი)
ზეთი
მარილი გემოვნებით

მარტივად მოსამზადებელი კერძი : კრებვეტებს მოვაყაროთ წიწაკა , ლინმის წვენი, ნიორი და მარილი ეს ყველაფერი ავურიოთ  ,,, ცარიელ თეფშზე  დავყაროდ ფქვილი და დაფქვილი ბურღული და ერმანეთში ავვურიოთ.... სათითაოდ ამოვიღოთ კრევეტები  და ამოვავლოთ ფქვილში კარგათ . ჩავალაგოთ ტაფაში ცხელ ზეთში და შევწვათ ნელ ცეცხლზე...

Friday, April 1, 2011

Indian Chicken Tandoori


 800გრ - ქათამი(შეიძლება გამოიყენოთ მხოლოდ ქათმის ბარკალი)
1ჯ- იოგურტი (ტკბილი არ უნდა იყოს. სმეტანა ან მაიონეზიც შიძლება)
1ს/კ - ნიორი(გატარებული)
2ს/კ - წითელი წიწაკა( დაფქვილი)
1ს/კ - ლომნის წვენი
2ს/კ -მდოგვის ზეთი(საქართველოს პირობებში შეიძლება ჩვეულობრივი ზეთი მარა უკეთესია მდოგვის ზეთი)
მარილი გემოვნებით
(იყენებენ ასევე მწარე პანჯაბურ სუნელს რომელიც აქ არ იშოვება სამწუხარიდ)

 ქათამი  უნდა დაისეროს  რომ საწებელი კარგათ  გაუჯდეს თუ როგორ ამას ვიდეოში ნახავთ უკეთესად ,  დასერილ ქათამს მოვასხათ ლიმნის წვენი მოვყაროთ მარილი ,დავაყაროთ 1ს/კ წიწაკა დაფქვილი ნიორი და კარგათ შევაზილოთ თანაბრად ეს  ყველაფერი ქათამს... ცალკე  ავიღოთ იოგურტი დავაყაროთ 1ს/კ წიწაკა, მარილი, ზეთი და ვურიოთ ... მიღებულ მასაში ჩავდოთ ქათამი  გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი რომ კარგათ გაუჯდეს დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შვწვათ ასევე კარგია ღუმელში შეწვა თანაბრათ დაბრაწეთ.....

Thursday, March 31, 2011

ინდური სამზარეულო: Indian Butter Chicken - ქათამი კარაქით და ცხარე ...

ინდური სამზარეულო: Indian Butter Chicken - ქათამი კარაქით და ცხარე ...: "chiken mkhani  პანჯაბში ასეც უწოდებენ  და ცნობილია ინოდეტის საზგვრებს გარეთაც... დალიან გემრიელია და ცხარე ვისაც მოსწონს ინდური სა..."

Tuesday, March 22, 2011

Egg Keema


 4/5თ - ხახვი
2ჩკ - ნიორი
1ც - მწვანე წიწაკა
1ჩკ -წითელი წიწაკა
1ჩ/კ - დაფქვილი ქინძი
1ჩ/კ -კვლიავი
2/3 მოზრდილი -პომიდორი
 6ც - მოხარშული კვერცხი
 1 ჭ - ბარდა
ქინძი
ზეთი
მარილი
1ც - დაფნა
1ჩ/კ- დარიჩინი
3ც ილის მარცვალი

Quick Seekh Kabab -ქაბაბი

 500გრ- ცხვრის ხორცი(შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა ხორცით , )
2თ - ხახვი
1ჩ/კ - წითელი წიწაკა
1ჩ/კ - ნიორი
მარილი
ქინძი
50გრ - კარაქი

ფარშს დავამატოთ  დაჭრილი ხახვი, წიწაკა, გატარებული ნიორი, მარილი ქინძი და კარაქი ავურიოთ კარგათ.. ხელი დავისველოთ ზეთში და  გავაკეთოთ ქაბაბი  თუ ვაქვს სპეციალური ჩხირები  ქაბაბი წამოვაცვათ და შევწვათ ცხიმწასმულ ღუმელში   მეორე მხარეს რომ გადავატრიალებთ გადაუსვატ ცოტაოდენი კარაქი და კარგათ დავბროწოთ... მოვასხთ კეჩუპი და მიირთვით...

Vegetable Pizza - ბოსტნეულის პიცა

2ჭ- ქვილი
1ჩ/კ - საფუარი
1ჩ/კ-შაქარი
1ჭ - პიცის საწებელი(ტომატი ცხარე)
1ჭ - ყველი
1ც- ყვითელი ბულგარული
1ც-მწვანე ბულგარული
1ც წითელი ბულგარული
5/6ც- ზეთისხილი
მარილი
ზეთი
შეგვიძლია დავუმატოტ სოკოც

ცოტაოდენ თბილ წყალში დგავხსნათ საფუარი და შაქარი ,მარილი  და დავახსათ ფქვილს.. მოვზილოთ ცომი.... ხელი დავისველოთ ზეთით რომ ცოტა შევაზილოთ , გავაბრტყელოთ  და რგოლებად მოვჭრათ ვიდეოში კარგად ნახავთ.. თითოეულ ცომს გადაუსვათ პიცის საწებელი, მოვაყაროთ ყველი, დავადოთ რგოლებად დაჭრილი თითო სამივე ფერის ბულგარული წიწაკა ,მრგვლად დაჯრილი ზეთისხილი,(სოკო)  ზემოდან ისევე მოვაყაროთ ცოტაოდენი ყველი და გამოვაცხოთ.

KACHUMBER SALAD - ბოსტნეულის სალათი

2ც-  კიტრი
1ც -სტაფილო
2ც -ბულგარული წიწაკა
3/4ც -ბოლოკი
2თ - ხახვი
2ც პომიდორი
2ს/კ - ლიმნის წვენი
1ც-მწვანე წიწაკა
1ჩ/კ წითლი წიწაკა
მარილი
ქინძი

წვრილად დავჭრათ კიტრი ,სტაფილო,ბულგარილი წიწაკა,ბოლოკი,ხახვი, პომიდორი მხოლოდ გარეკანი შიგთავსი გამოვარიდოთ.. დავაყაროთ მწვანე წიწანა ,ქინძიმარილი წითელი წიწაკა, მარილი მოვასხათ ლიმნის წვენი დაკარგათ ავურიოთ....


BANANA CINNAMON TOAST - ბანანის ტოსტები


1 ც - ბისკვიტი(ვანილის ბისკვიტი, ან ნებისმიერი გამომშრალი ბისკვიტი)
3ც - ბანანი
2ჩ/კ - კარაქი (ან მარგარინი)
 1ჩ/კ - დარიჩინი დაფქვილი
5ს/კ - ნუში (დაჭრილი)
3ს/კ -თაფლი

ბისკვიტი დავჭრათ და დავალაგოთ ხელ ტაფაზე   ორივე მხრიდან ოდნავ რომ შეიწვება ისე რომ ცოტა ფერი შეიცვალოს  გადმოვიღოთ თეფშზე და მოვამზადოთ  ბანანი....
ტაფაში ჩავდოთ კარაქი, რომ გადნება ჩავამატოთ მრგლად დაჭრილი ბანანი ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ დავამატოთ,  დარიჩინი,ნუში, თაფლი და ერთად კარგათ ავურიოთ და 5 წუთში გამოვრთოთ ...
 ეს მასა დავდოთ ტოსტებზე  და მივირთვათ.

Monday, March 21, 2011

CHILLI CHEESE TOAST -ცხარე ყველიანი ტოსტები

4ნაჯერი - სერი პური
2ჭ - გახეხილი ყველი(უმარილო სასურველია)
2თ -დაჭრილი ხახვი
1ც -დაჭრილი ბულგარული წიწაკა
1ც -მწვანე წიწაკა
1ჩ/კ პილპილი
მარილი
ცოცხალი ქინძი

კარგათ ავრიოთ ერთად ყველი ,ხახვი, ბულგარული წიწაკა, პილპილი, მწვანე წიწაკა ქინძი და მარილი..... დაჭრილი პურზე გადუსვათ ეს შიგთავსი  და შევდოთ ღუმელში 10 წუთით რომ შეიწვას ტოსტები,,,, ძალიან მარტივია და გემრიელი .

Matar Paneer


250გრ - პანირი(ინდური ყველია) შეგიძლიათ გამოიყენოთ უმარილო ყველი
3/4  -თავი ხახვი(გატარებული)
2ს/კ - ნიორი(გატარებული)
3ც - პომიდორი (გატარებული)
1/5ჭ - მწვანე ბარდა
 1ჩ/კ - დაფქვილი კვლიავი
1ს/კ - დაფქვილი ქინძი
1ს/კ -წითელი წიწაკა
2ს/კ -კარაქი
ცოცხალი ქინძი
მარილი

 ზეთში მოვშუშუთ გატარებული ხახვი  დავამატოთ ნიორი , დაფქვილი ქინძი, წიწაკა და კვლიავი .. ეს ყველაფერი კარგათ რომ მოიშუშება დავუმატოთ ბლენდერში გატარებული პომიდორი და 1 ჭ წყალი  და ვადუღოთ 5 წუთი  შემდეგ ვამატებთ ბარდას და კუბიიკებად დაჭრილ ყველს ... კარგათ ავურიოთ და მოვშუშოთ დუღილის დროს  თუ წყალი სულ დაშრება შეგვიძლია ცოტა დავამატოთ . მოვაყაროთ მარილი და ჩავდოთ კარაქი  2 წუთი წამოვადუღოთ და კერძი მზადაა....

Sunday, March 20, 2011

Bread Upma - პურის ურმა

სწრაფად მოსამზადებელი გემრიელი საუზმე ..

6 ნაჯერი - სერი პური
 2.თ- ხახვი
1ჩ/კ -კვლიავის მარცვალი
1ჩ/კ -მდონგვი
1ც- მწვანე წიწაკა
1ც - პომიდორი
1ჩ/კ -წითელი წიწაკა
მარილი
100გრ - წყალი
ზეთი
(არის 2 ინგრედიენტი სუნელი რომელსაც არ ვწერ რადგან საქართველოში არ არის)


 ტაფაზე დავასხათ ზეთი დავამატოთ კვლიავი,მდოგვი დამოვშუშოთ..დავამატოთ დაჭრილი ხახვი მრგვლად დაჭრილი მწვანე წიწაკა, დაჯრილი პომიდორი და წითელი წიწაკა.  5 წუთში   დავამტოთ წყალი  და კუბიკებად დაჭრილი  პურის გული მხოლოდ(გარეკანი გადავაცალოთ).  კარგათ მოვურიოთ  დავამატოთ მარილი ...

Yogurt Mousse with Golden Apricots - იოგურტის მუსი გარგრის ჩირით

100გრ - გარგარის ჩირი
2ჩ/კ -ზაპრანა( ფოთოლი)
1ჩ/კ - ვარდის წყალი(ექსტრაქტი გემოვნებისთსვის)
4ჭ-იოგურტი
ნახევარი /ჭ - შაქის პუდრი
1 ჩ/კ -ილი დაფქვილი
50გრ -რძე
100გრ - თხილი(მოუხდება მოხალული მიწისთხილიც)

იოგურტს დავაყაროთ   შაქრის პუდრი მოვურიოთ კარგათ  დავამატოთ  დაფქვილი ილი, ცალკე რამოდენიმე ზაფანის ფოთოლს დავასხათ 1 ს/კ ცხელი წყალი რომ დაყენდეს ფერი და დავუმატოთ ვარდის წყალი ,,  ფერს რომ  გაუშვებს მოვასხათ იოგურტს გარგათ გავთქვიფოთ და შევინახოთ მაცივარში....
 წვრილათ დავჭრათ გარგარის ჩირი ჩავყაროთ ტაფაში დავასხატ წყალი რომ დაიფაროს და მოვხარშოთ  დავამატოთ ილი, ცოტაოდენი  შაქრის პუდრი,.... თბილ რძეში ჩავყაროთ რამოდენიმე ფოთოლი ზაფრანა ,ფერს რომ გაუშვებს  დავასხათ გარგარს მიღებული მასა უნდა იყოს წყალ გამოცლილ , ამოვიღოთ და გავაგრილოთ....
გამოვიღოთ  მუსი  ჭიქაში ზემოდან მოვასხათ გარგარი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი....

Egg Paratha


2ჭ - ფქვილი
3/4 -თავი ხახვი
4ც - კვერხი
1ს/კ - წითელი დაფქვილი წიწაკა
1ც- მწვანე წიწაკა
ქინძი
მარილი
კარაქი
წყალი


დავჭრათ ხახვი დავამატოთ  კვერცხი, წითელი წიწაკა, ქინძი, მწვანე წიწაკა და მარილი... ავურიოთ კარგათ..
მოვზილოთ  ჩვილი ცომი და მოზილვის დროს ხელი დავისველოთ ზეთში  ისე რომ ცომს შეაზილოთ ცოტა ზეთი,,, ცომი უნდა დაიკეცოს , მოთავსდეს შიგთავსი და გამოცხვემ მარა გამოცხობის პროცესს  უკეტესად ნახავთ ვიდეოში ,,დაწერილს ნანახი ჯობია  :)


Chicken 65 - ქათამი 65

კერძი მეტად უცნაური სახელით  და გამორჩეული არომატით ....
4ც- ქათმის  ფილა
2ს/კ- წითელი დაფქვილი წიწაკა
1ს/კ - გატარებული ნიორი
1ს/კ -მწარე სუნელი (პანჯაბური სუნელი , შეგიძლიათ შეცვალოთ აქაური სუნელით )
1ს/კ - პურის სახამებელი. პუდრი
3ს/კ -ფქვილი
1ც -კვერცხი
5/6 -წვეთი ლიმონი
2ჭ - იოგურტი (არ უნდა იყოს ტკბილი, შეიძლება არაჟანიც)
1ს/კ - კვლიავი
1ს/კ - მდოგვი(მარცვალი)
2ს/კ ქოქოსის ფხვნილი
მარილი
ზეთი

 ქათმის ფილე დავჯრათ კუბიკებად, დავაყართ 1ს/კ წითელი წიწაკა, ნიორი , მწარე სუნელი, პურის სახამებელი, ფქვილი,კვერცხი ლიმნის წვენი,მარილი  და ავურით ეს ყველაფერი კარგათ....  ტაფაში ჩავასხათ  ზეტი ისე რომ  ქათამი  დაიფაროს დ ნელ ცეცხლზე შევწვათ,,,  ცალკე  მოვამზადოთ იოგურტის საწებელი.... იოგურტს დავუმატოთ 1 ს/კ წიწაკა. 1ს/კ ფქვილი... ტაფაზე დავასხათ 2 ს/კ ზეთი ჩავყაროთ კვლიავი, მდოგვი,მოვშუშოთ და დავუმატოთ მომზადებული იოუგურტი 3 წუთი გავაჩეროთ თან ვურიოთ შემდეგ ჩავყაროთ შიგ შემწვარი ქათამი და კარგათ მოვურიოთ.... მოდაყაროთ ქოქოსის ფხვნილი და 3 წუთში გამოვრთოთ .......

Saturday, March 19, 2011

Aloo Adraki Tikki - ალო ტიკი


4ც- მოხარსჰული კარტოფილი
4 ნაჭერი პური
50გრ - სოკო
1ც - მწვანე წიწაკა
1 კონა -ქინძი
მარილი გემოვნებით
ზეთი


დავჭყლიტოთ მოხარშული კარტოფილი  დავამატოთ პურის გული გარეკანი მოვაცილოთ , სოკო წვრიად დაჯრილი, მწვანე წიწაკა,ქინძი, მარილი. ეს მასა კარგათ ავურიოუთ  ,  ბურთულებად ამოვიგოთ გავაბრტყელოდ ხელით მრგვალათ და ნელ ცეცხლზე დავაცხოდ  ... უკეთესად ვიდეოში ნახავთ შემდგომ პოსტში შევეცდები მოვნახო საწებელი რომელიც მოუხდება ალო ტიკის ....

Egg Bhurji - კვერციანი ბურჯი

 საუზმე რომელიც ძალიან ადვლი მოსამზადებელია ....

3ს/კ ზეთი
 2/3-თავი ხახვი
50/გრ -სოკო
1ც- მწვანე წიწაკა
2ც- პომიდორი
1ს/კ წითელი დაფქვილი წიწაკა
3ს/კ -  წიტელი ტომატი
4 ც - კვერცხი
ქინძი
მარილი გემოვნებით...

ზეთში მოვშუშოთ  ხახვი დავამატოთ წვრილად დაჭრილი სოკო ,  მწვანე წიწაკა და პომიდორი,დავუმატოდ წითელი წიწაკა , ტომატი და გავაჩეროთ ცეცხლეზე 3 წუთი. შევურიოთ დაჭრილი ქინძი , კვერცხი  მარილი...შევწვათ და მიირთვით მარტივად მომზადებული საუზმე.....

Indian Butter Chicken - ქათამი კარაქით და ცხარე საწებლით..

chiken mkhani  პანჯაბში ასეც უწოდებენ  და ცნობილია ინოდეტის საზგვრებს გარეთაც... დალიან გემრიელია და ცხარე ვისაც მოსწონს ინდური სამზარეულო ეს კერძიხც მოეწონება ...
1კგ -პომიდორი
1ს/კ -ზეთი
5ს/კ - კარაქი
8 - კეკალი მწვანე cardamom ანუ (ილი)
4/5 -კბილი ნიორი
100გრ- სოკო
1ს/კ თაფლi
100გრ-ნაღები..(არაჟანი)
3ც - მწვანე წიწაკა
1ს/კ - დაფქვილი წითელი წიწაკა
1კგ - შემწვარი ქათმის ხორცი
მარილი გემოვნებით ..

 
პომიდორი დავჭრათ კუბიკებად ... დაბალ ცეცხლზე დავდოთ ტაფა ჩავასხათ ზეთი 2სკ კარაქი , დავუმატოთ ილი, დაკეპილი ნიორი და პომიდორი  ეს ყველაპერი მოიშუშოს ერთად 10 წუთი... შემდეგ ეს მასა მოვათავსოთ ბლენდერში და გავთქვოფოთ.. ცალკე ტაფაში 3 სკ კარაქში მოვშუშოთ წვრილად სიგრძეზე დაჭრილი სოკო და მწვანე წიწაკა ..დავამატოთ ბლენდერში მიღებული მასა  ოგონდ ეს მასა უნდა იყოს პამიდრის კანისაგან განცალკევებული ანუ კეჩუპის მაგვარი მასა ვიდეოში ამას უფრო კარგად ნახავთ...ამ მასას ნელ ცეცხლზე ვუმატებთ მარილს გემოვნებით და წითელ წიწაკას მიგებულ მასაში ვდებთ შემწვარი ქათმის ხორცს დაჭრილს საშუალო ზომის ნაჭრებად, ამოვურევთ დავამატოდ თაფლი ,მოვასხათ  ნაღები და კერძი მზადაა გემრიელად მიირთვით :)

Punjabi Samosa - პანჯაბური სამოსა

საიტის პირველ კერძად შევარჩიე  ადვილად მოსამზადებელი და  გემრიელი სამოსა ... ეს კერძი ძალიან ცნობილია ინდოეთში და იმედია თქვენც მოგეწონებათ ....
2ჭ- ფქვილი
6ს/კ -კარაქი
50გრ - სოკო
4/5 - მოხარშული კარტოფილი
1ს/კ- მანგოს  ფხვნილი
1ს/კ - დაფქვილი წითელი წიწაკა
1ს/კ -corindari (ჩვენებურად  როგორც ქინძი)
1ს/კ - პანჯაბური სანელები,,,, რომელიც აც ძნელი საშოვნელი შეგვიძლია შევცვალოთ( მწარე ფხვიერი აჯიკით)
1 ჯ - ბარდა(გაროხი)
მარილი გემოვნებით..

შევურიოთ 4ს/კ კარაქი და ფქვილი  დავუმატოთ წყალი თვალისზომით ცომი არ უნდა იყოს  მორჩილი....  შიგთავსისთვის   საჭიროა დაბალ ცეცეხლზე დავდოთ ტაფა  ჩავასხთ 2 ს/კ კარაქი  დავუმატოთ წვრილად დაჩრილი სოკო, მოხარშული დაჭყლეტილი კარტოფილი,მანგოს პხვნილი, წიწაკა,  ქინძი,  ბარდა მარილი გემოვნებით...
ცომი უნდა დავყოთ პატარა ბურთლებად, გავაბრტყელოთ  და გავჭრათ შუაზე,  დავკეცოთ სამკუთხედათ  მოვათავსოთ შიგთავსი და ჩავალაგოთ წინასწარ მომზადებულ ტაფაზე რომელიც ნახევრად მაინც უნა იყოს დაფარული ზეთით... (ისე მაინც რომ  სამოსა დაიფაროს ზეთით)..  მომზადების წესი  უკეთესად შეგიძლიათ იხილოთ  ვიდეოში ....:)